კეინმა თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
Aa
Aa

კეინმა თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა "დორტმუნდთან" მატჩის წინ Bild-თან ისაუბრა და თავის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩემი მიზანია, რომ მთელი კარიერა "ტოტენჰემში" გავატარო. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ბრწყინვალე მწვრთნელი, ირგვლივ ყველა თავისი საქმის პროფესიონალია და უკვე მალე, ახალი სტადიონიც გვექნება. ამ ეტაპისთვის ბედნიერი ვარ და ყველაფერი მაკმაყოფილებს. რაც შეეხება "დორტმუნდთან" მატჩს, გერმანელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ, თუმცა არ გვეშინია. ჩვენი სტილი გვაქვს და უკვე სტუმრადაც ვიგებთ მნიშვნელოვან მატჩემს".

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინის შეძენით მადრიდის "რეალი" ინტერესდება. ლონდონელები კი კეინის 250 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები