ზამთარში
Aa
Aa

ზამთარში "ბარსელონას" მთავარი სამიზნე ცნობილია - კატალონიელები 45 მილიონს ამზადებენ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" მთავარი მოთამაშე იქნება. კატალონიელები მინიმუმ 2-3 მოთამაშის დამატებას გეგმავენ.

ჰოლანდიური გამოცემა Ziggo Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები პრიორიტეტად დაცვის ცენტრის გაძლიერებას თვლიან და მათი ნომერ პირველი სამიზნე ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანიდელი უკანახაზელი მატიის დე ლიხტია.

18 წლის ნიჭიერი მცველის სანაცვლოდ "ბარსა" მზადაა 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასეთი წინადადების შემდეგ, კლუბის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ "აიაქსი" გარიგებაზე თანხმობას განაცხადებს.

რამდენიმე დღის წინ, დე ლიხტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი გუნდია მისი ფავორიტი და რატომ, რაზეც მან უპასუხა, რომ უპირატესობას "ბარსელონას" ანიჭებს, იმიტომ, რომ მათი თამაშის სტილი მის გემოვნებას სრულად აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ მატიის დე ლიხტი "აიაქსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 40 მატჩში 5 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები