Aa
Aa

"ჩელსი" ვილიანს კონკურენტ გუნდში უშვებს, თავად კი "პსჟ"-ს ფეხბურთელს ყიდულობს

ლონდონის "ჩელსის" სატრანსფერო ბაზარზე დიდი გეგმები აქვს. ანტონიო კონტეს შემადგენლობის შეცვლა სურს.

Sunday Express-ის ინფორმაციით, ლონდონელები ვილიანის ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ, რომლის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამს.

ჟოზე მოურინიოს თავისი ყოფილი შეგირდის "ოლდ ტრაფორდზე" ხილვა სურს და როგორც ჩანს, საწადელს აისრულებს კიდეც.

თავად "არისტოკრატები" "პსჟ"-ს ბრაზილიელი ვინგერის ლუკას მოურას დამატებას გეგმავენ. პარიზელები ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერების შემდეგ, FIFA-ს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის საფრთხის წინაშე დგანან და მზად არიან რამდენიმე მოთამაშე ტრანსფერზე დააყენონ.

მოურას გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და "ჩელსის" მისი შეძენა არ უნდა გაუჭირდეს.

"პსჟ"-ს ბრაზილიელი ფეხბურთელი წლევანდელ სეზონში თითქმის სულ სათადარიგოთა სკამზე რჩება. მან, ლიგა 1-ში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. ლუკასის ანგარიშზე 1 გოლი და 1 შედგიანი გადაცემაა.

რაც შეეხება ვილიანს, პრემიერლიგის 12 ტურში ის მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები