ვალვერდეს
Aa
Aa

ვალვერდეს "ბარსა" საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს

ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონამ" მადრიდში "ლეგანესს" 3-0 სძლია და პირველი პოზცია კიდევ უფრო გაიმყარა.

აღნიშნული დაპირისპირება "ბლაუგრანასთვის" რიგით მე-8 გამოდგა, რომელშიც მათ კარი მშრალად შეინახეს. მთლიანობაში "ბარსას" სულ 4 ბურთის აქვს გაშვებული, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

აბსოლუტური რეკორდი კი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, რომელმაც 1995 წელს 12 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა "ატლეტიკოსთან" დერბი ფრედ 0-0 დაასრულა და ისინი კატალონიელებს უკვე 10 ქულით ჩამორჩებიან.

აქვე გეტყვით, რომ წლევანდელ სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბებს შორის, "ბარსელონას" ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები