ანსამბლი
Aa
Aa

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" საშინაო შეხვედრას გახსნის

"გოდენ სტეიტ უორიორსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ facebook-ში ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ქომაგებს ძალიან სასიამოვნო სიახლის შესახებ აცნობა.

20 დეკემბერს "გოლდენ სტეიტისა" და "მინესოტას" მატჩის დაწყებამდე აშშ-ს ჰიმნს ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს. ფაჩულიას თქმით, "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნის გარდა, რამდენიმე ქართულ სიმღერასაც შეასრულებს.

"20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო "Bubble Head" დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას." - დაწერა ფაჩულიამ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები