გრიზმანის საშინელი სტატისტიკა - ფრანგი ანტირეკორდზე მიდის
Aa
Aa

გრიზმანის საშინელი სტატისტიკა - ფრანგი ანტირეკორდზე მიდის

ლა ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "რეალს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

წლევანდელ სეზონში "როხიბლანკოს" ფრანგი ლიდერი ანტუან გრიზმანი საშინელ ფორმაშია. მის ანგარიშზე ყველა ტურნირის გათვალისწინებით 723 წუთის განმავლობაში 0 გოლია.

გრიზმანს ზედიზედ 8 შეხვედრაა გოლი არ გაუტანია. მომდევნო შეხვედრას დიეგო სიმეონეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ესპანური პრესა "ატლეტიკოდან" გრიზმანის წასვლას აანონსებს. სეზონის ბოლოს, ფრანგი ფეხბურთელი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონას", ან "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები