კიმიხმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა!
Aa
Aa

კიმიხმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა!

ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა. იუპ ჰაინკესის გუნდმა "ალიანს არენაზე" "აუგსბურგს" 3-0 სძლია და ლიდერობა გაიმყარა.

ხსენებულ შეხვედრაში, "რეკორდმაისტერის" 22 წლის უნივერსალი ჯოშუა კიმიხი რეკორდსმენი გახდა.

კიმიხი, ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის საწყის 62 შეხვედრაში 50 მატჩის მოგება მოახერხა. ასეთი შედეგი ისტორიაში არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა კიმიხი "ბაიერნის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 95 შეხვედრაში 12 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები