Aa
Aa

უელსელების ხრიკი, რომელმაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კარდიფში უელსის წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა და 13-6 დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთებზე "ბორჯღალოსნები" ლელოს დადებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ და ეს რომ მომხდარიყო, შეხვედრა 99%-ით ფრედ დასრულდებოდა.

როცა დრო უკვე გაწითლებული იყო, მასპინძლები მოედანზე 14 კაცით დარჩნენ. საქართველოს ნაკრებს კი ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და რა თქმა უნდა, შერკინება მოითხოვეს.

ამ მომენტში უელსელებმა ხრიკს მიმართეს. მათ დაინახეს, რომ ქართველებთან შერკინების დროს პრობლემები ექმნებოდათ და "ბორჯღალოსნები" აიძულეს ჯარიმა აუტზე გადაეტანათ.

რაში მდგომარეობდა ხრიკი? სათადარიგო სკამზე მყოფმა მოთამაშეებმა, რომლებიც გაძევებული თანაგუნდელის ნაცვლად შერკინებაში უნდა დამდგარიყვნენ ტრავმები მოიმიზეზეს და თამაშზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, უელსელების მხრიდან შერკინების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა და ქართველებმაც შეტევა აუტიდან განაგრძეს.

ეს ფაქტი იმის მტკიცებულებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს რთული გამოცდა ჩააბარა და თავი ღირსეულად წარმოაჩინა. როცა, მრისხანე მეტოქე საკუთარ მოედანზე ასეთ ხერხს მიმართავს, ეს უკვე მრავლის მეტყველია.

ცხელი ამბები