ისტორიული მატჩი უელსთან -
Aa
Aa

ისტორიული მატჩი უელსთან - "ბორჯღალოსნების" მარცხი და ღირსეული გამოსვლა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უელსის წინააღმდეგ ისტორიული მატჩი ჩაატარა.

პირველი ტაიმი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და 10-3 დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნებმა" დაცვაში კარგად ითამაშეს და მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მისცეს.

შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა და 13-6 დავმარცხდით.

შეიძლება ითქვას, რომ უელსელბმა შეხვედრა ბოლო წუთებში გადაარჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილტონ ჰეიგის გუნდმა გამოცდა ჩააბარა.

ცხელი ამბები