ოპერაცია ცენტრფორვარდი -
Aa
Aa

ოპერაცია ცენტრფორვარდი - "რეალის" ძვირადღირებულ სიაში ფავორიტი გამოიკვეთა

მადრიდის "რეალის" მთავარ სატრანსფერო მიზანს თავდასხმის ხაზის გაძლიერება წარმოადგენს. დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს გუნდს კარიმ ბენზემა დატოვებს და კლუბმა მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

როგორც ცნობილია, სამეფო კლუბის სიაში ერთბაშად რამდენიმე უმაღლესი დონის ფორვარდი იმყოფება - ჰარი კეინი, ედინსონს კავანი, რობერტ ლევანდოვსკი და სერხიო აგუერო.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აგუეროს კანდიდატურამ წინა პლანზე გადმოინაცვლა. "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის შეძენა სურს და ამის ფონზე, "კუნის" გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება.

"რეალი" მზადაა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელებს" 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

აგუეროს შეძენით თავად ზინედინ ზიდანია დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ფრანგი სპეციალისტი მისი თამაშის სტილით მოხიბლულია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 265 შეხვედრაში 179 გოლი და 54 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები