ადებაიორი:
Aa
Aa

ადებაიორი: "თვითმკვლელობაზე ბევრჯერ მიფიქრია, ამით ყველაფერი დასრულდებოდა"

სტამბულის "ბასაკშეჰირის" ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა Mirror-თან ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების შესახებ საკმაოდ მძიმე და ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

"თვითმკვლელობაზე ბევრჯერ მიფიქრია, ამით ყველაფერი დასრულდებოდა. უკვე დიდი ხანია სიძულვილში ვცხოვრობ, ხშირად ვიცვლი ტელეფონის ნომერს, რომ ჩემი ოჯახის წევრების ზარებს თავი ავარიდო. ისინი რეკავენ და იმის ნაცვლად, რომ ჩემი მდგომარეობა იკითხონ, მხოლოდ ფულის გაგზავნას მთხოვენ. როცა "ტოტენჰემში" ვთამაშობდი, ტრავმა მქონდა და მათ ამ დროს დამირეკეს, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ საერთოდ არ უკითხავთ. მათ უბრალოდ ფული მომთხოვეს".

შეგახსენებთ, რომ ადებაიორს თავისი კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების ღირსება დაუცავს, როგორებიც "მონაკო", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი" და "რეალი" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები