საინტერესო გამოკითხვა - ყველაზე მეტად, რომელ ნაკრებს უფრთხიან ესპანელი ქომაგები?
Aa
Aa

საინტერესო გამოკითხვა - ყველაზე მეტად, რომელ ნაკრებს უფრთხიან ესპანელი ქომაგები?

უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32-ვე მონაწილე ცნობილია.

მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად კვლავ მიიჩნევენ ესპანეთს, რომელიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება.

მადრიდულმა Marca-მ გულშემატკივრებში საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ყველაზე ნაკლებად, რომელ ნაკრებთან სურთ მათ შეხვედრა? პასუხი ცალსახაა - საფრანგეთი.

ფრანგებთან დაპირისპირების სურვილი, გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა გამოთქვა.

საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ესპანელები ფრანგების შემდეგ ყველზე მეტად არც გერმანიას, არ ბრაზილიას ან ვინმე სხვას, არამედ ბელგიას უფრთხიან. მათთან შეხვედრა, მხოლოდ 6%-ს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები