იმობილე დერბის გამოტოვებს?
Aa
Aa

იმობილე დერბის გამოტოვებს?

ჩირო იმობილემ „ლაციოს“ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და მისი რომაულ დერბიში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

Football-italia-ს ვარაუდით, დიდი შანსია, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ხვალ გასამართ შეხვედრას გამოაკლდეს, მის ნაცვლად კი „ლაციალეს“ ძირითადში, ლუიშ ნანის ელოდებიან.

დაშავებულია გუნდის კიდევ ერთი ცენტრფორვარდი ფელიპე კაისედო, ამიტომაც, მართლაც არაა გამორიცხული, რომ პორტუგალიელ ვინგერს, ცენტრფორვარდის როლის მორგება მოუხდეს.

„რომა“ და „ლაციო“, სერია A-ს მე-13 ტურის ეგიდით, ხვალ, 21:00 საათზე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები