დელე ალიც მენდეშის კლიენტი ხდება?
Aa
Aa

დელე ალიც მენდეშის კლიენტი ხდება?

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში დელე ალის თანამშრომლობის შესახებ ელაპარაკება.

20 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი აგენტი რობ სეგალია, მენდეშს კი უნდა, რომ სეგალთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ალი მისი კლიენტი გახდეს.

Skysports-ის თქმით, მენდეშთან მოლაპარაკებებს ალის ოჯახის წევრები აწარმოებენ და შესაძლოა, ინგლისელ ტალანტსა და პორტუგალიელ აგენტს შორის შეთანხმება მომავალ წელსვე შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები