ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი "სკუადრა აძურას" გაწვრთნასთან ახლოსაა

იტალიური პრესის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასა და კარლო ანჩელოტის შორის აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეები კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ და როგორც ჩვენი აპენინელი კოლეგები წერენ, წესით საბოლოო შეთანხმებამდეც უნდა მივიდნენ.

კარლო ანჩელოტის 22 წლიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, სანაკრებო დონეზე არ უმუშავია.

მას 8 სხვადასხვა კლუბი გაუწვრთნია და 3-ჯერ „ჩემპიონთა ლიგა“ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები