მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს?

მოახლოებულ მადრიდულ დერბიში, შესაძლოა, „რეალს“ თავისი ხორვატი ვარკვლავი ლუკა მოდრიჩი გამოაკლდეს.

32 წლის შუახაზელს გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მან წვრთნა ინდივიდუალური პროგრამით გაიარა.

მოდრიჩს კუნთებთან დაკავშირებით მცირე დისკომფორტი აქვს და მას „რეალის“ ექიმებმა დატვირთვისგან თავის არიდება ურჩიეს.

არსებული მონაცემებით, საგანგაშო არაფერია და ხორვატი მე-12 ტურის შეხვედრაში უფრო ითამაშებს, ვიდრე პირიქით...

„ატლეტიკო“ და „რეალი“, ხვალ, 23:45 საათზე, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები