კიელინი:
Aa
Aa

კიელინი: "შეუძლებელია მესი ერთმა ფეხბურთელმა შეაჩეროს"

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი - ჯორჯო კიელინი, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"როცა შენ ცდილობ, მის მოძრაობას დაელოდო, შეგიძლია ჩათვალო, რომ მკვდარი ხარ. იგი მომენტს იმაზე უფრო სწრაფად გრძნობს, სანამ რამის გაკეთებას დაიწყებ და მას შეეხები.

მისი შეჩერების ერთადერთი გზა, გუნდური თამაში და კოლექტიური ბურთის ართმევაა. 

შეიძლება საუკეთესო მცველი იყო, თუმცა მასთან პირისპირ არ უნდა დარჩე, რადგან ასეთ სიტუაციაში არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს". - განუცხადა Corriere della Sera-ს კიელინიმ.

"ჩემპიონთა ლიგის" მე-5 ტურში, "იუვენტუსი" და "ბარსელონა", 22 ნოემბერს, 23:45 საათზე, "ალიანც სთედიუმზე" ითამაშებენ.

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები