კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი ოფიციალური კანდიდატი პაატა გურასპაულია
Aa
Aa

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი ოფიციალური კანდიდატი პაატა გურასპაულია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს შედგება.

ცნობილია, რომ აღნიშნული პოსტისათვის შიო ხეცურიანი, კახა შენგელია და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და ის პირველმა გურასპაულმა გაიარა.

ხეცურიანსა და შენგელიას ოფიციალური განაცხადები ჯერჯერობით არ შეუტანიათ. მათ საამისოდ ვადა 5 დეკემბრამდე ექნებათ.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი - მიხეილ გაბრიჩიძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები