მუნდიალის 32 მონაწილე ცნობილია - კენჭისყრის წინ, ვინ რომელ კალათაში იმყოფება?
Aa
Aa

მუნდიალის 32 მონაწილე ცნობილია - კენჭისყრის წინ, ვინ რომელ კალათაში იმყოფება?

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32-ვე ქვეყანა უკვე ცნობილია.

საინტერესოა, თუ რომელი ნაკრები რომელ კალათში იმყოფება. რა თქმა უნდა, ქომაგებს აინტერესებთ იქნება, თუ არა სიკვდილის ჯგუფი.

გთავაზობთ მუნდიალის ყველა მონაწილეს კალათების მიხედვით:

1) რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი.

2) ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია.

3) დანია, ისლანდია, კოსტა-რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი.

4) სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი.

ერთი კონტინენტის წარმოამდგენელი ნაკრებები, ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან. გამონაკლისი მხოლოდ ევროპაა, რომლის 2 წარმომადგენელსაც ქვეჯგუფში ერთად მოხვედრა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 1 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები