Aa
Aa

"ბეტისის" ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში?

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი - ბექა ვაჩიბერაძე, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამს.

ვაჩიბერაძის საკითხი, ფიფაში განიხილეს და დაადასტურეს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრობლემა არ შეექმნება.

საზოგადეობრივი მაუწყებლის "პირველმა არხმა", ბექა ვაჩიბერაძესთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა, რომელშიც ფეხბურთელმა უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

„უკრაინელების მადლიერი ვარ, რადგან კარიერის აწყობაში ყველანაირად დამეხმარნენ, მაგრამ ქართველი ვარ და ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო.

წლეულს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნად ამირჩიეს და ეროვნულ ნაკრებშიც მიწვევდნენ.

მწვრთნელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ შეკრებაზე ჩემი ნახვა სურდათ. 5-10 წუთს მათამაშებდნენ, საქართველოს სახელით რომ აღარ გამოვსულიყავი.

ფეხის ტკივილი მოვიმიზეზე და საქართველოს გამო უარი ვთქვი”. – განაცხადა ვაჩიბერაძემ "პირველ არხთან" საუბრისას.

21 წლის ნახევარმცველს, “შახტარის” 19-წლამდელთა ფორმით, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია, ორჯერ კი უკრაინის 17 და 19 წლამდელთა შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახლდათ.

ბექა ვაჩიბერაძე, 2015 წლიდან "ბეტისის" მეორე გუნდის რიგებში თამაშობს.

 

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები