დე როსი შვედების ავტობუსში ავიდა და ბოდიში მოიხადა
Aa
Aa

დე როსი შვედების ავტობუსში ავიდა და ბოდიში მოიხადა

იტალიისა და შვედეთის სანაკრებო მატჩის დაწყებამდე, შვედეთის ჰიმნის შესრულებისას, იტალიელი გულშემატკივრები ხმაურს განაგრძობდნენ და ეროვნულ ჰიმნს ობსტრუქციას უწყობდნენ.

ჰიმნის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა შვედები აპლოდისმენტებით გაამხნევა, თუმცა ეპიზოდი ამით არ ამოწურულა.

როგორც იტალიური პრესა წერს, თამაშის დასრულების შემდეგ, „სკუადრა აძურას“ ვეტერანი დანიელე დე როსი შვედების ავტობუსში ავიდა და აღნიშნული ინციდენტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.

ამაზე შვედეთის ნაკრების სამწვრთნელო შბატის ერთ-ერთმა წევრმა ისაუბრა და დე როსის საქციელს სამაგალითო უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები