ადურისმა
Aa
Aa

ადურისმა "ბილბაოსთან" გაახანგრძლივა

ბილბაოს „ატლეტიკის“ ლეგენდა - არიც ადურისმა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ადურისი „ელ კათედრალზე“ 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ის ფეხბურთის თამაშს სულ მცირე 38 წლამდე გააგრძელებს.

ვეტერან ფორვარდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

იგი ბოლო წლებში „ბილბაოს“ უდავო ლიდერია და 2012 წლიდან მოყოლებლი მისი მაისურით ჩატარებულ 245 თამაშში 131 გოლი მოუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები