ოფიციალურად: იტალიის ნაკრებმა ვენტურა დაითხოვა
Aa
Aa

ოფიციალურად: იტალიის ნაკრებმა ვენტურა დაითხოვა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, "სკუადრა აძურას" თავკაცის პოსტიდან ჯანპიერო ვენტურა გათავისუფლებულია.

შვედეთთან დამარცხების შემდეგ, იტალიის ნაკრებმა 1958 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა.

69 წლის ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და საბოლოოდ, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა.

იტალიური პრესა "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურას ფავორიტად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები