Aa
Aa

"ბარსელონამ" გრიზმანთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია!

"ბარსელონა" ნეიმარის წასვლის შემდეგ შეტევის გაძლიერების პროცესშია. კატალონიელებმა დემბელეს გარდა სასურველი ტრანსფერები ვერ განახორციელეს, რის გამოც კლუბის ბორდის პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

დღეს, ფრანგულმა გამოცემამ Le10sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბლაუგრანამ" მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ ანტუან გრიზმანთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

როგორც წყარო წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ფაზაში იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა შემტევმა ზაფხულშუ "ატლეტიკო" მხოლოდ იმის გამო არ დატოვა, რომ მისი წასვლის შემთხვევაში მადრიდელები შემცვლელის ყიდვას ვერ მოახერხებდნენ, რადგან FIFA-ს სატრანსფერო ბანი ედოთ.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ზამთარში "როხიბლანკოს" დიეგო კოშტა და ვიტოლო შეუერთდებიან და შემადგენლობაც საგრძნობლად გაძლიერდება.

დიდი ალბათობით, მადრიდულ-კატალონიური გარიგება ზაფხულამდე არ შედგება, რადგან იანვრისთვს "ბარსა" მხოლოდ იმ მოთამაშეების დამატებას გეგმავს, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზეც შეეძლება თამაში.

გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე მცირდება და "ბარსელონა" მის გადახდაზე თანახმაა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენს გადაუხდის "ბლაუგრანა" ფრანგ ფეხბურთელს ყოველწიურად - საუბარია 20 მილიონ ევროზე.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 173 შეხვედრაში 86 გოლი და 28 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები