გერმანელმა ქომაგებმა მუნდიალისთვის ძირითადის 11 მოთამაშე აირჩიეს
Aa
Aa

გერმანელმა ქომაგებმა მუნდიალისთვის ძირითადის 11 მოთამაშე აირჩიეს

საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის (2-2) შემდეგ, გერმანულმა პრესამ ქომაგებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ უნდა ითამაშოს ძირითად შმადგენლობაში მუნდიალზე.

გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო არჩევანი გააკეთეს: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ჯოშუა კიმიხი ("ბაიერნი"), ჯერომ ბოატენგი ("ბაიერნი"), მატს ჰუმელსი ("ბაიერნი"), იონას ჰექტორი ("კიოლნი"), ლეონ გორეცკა ("შალკე"), ტონი კროოსი ("რეალი"), ლეროი სანე ("სიტი"), იულიან დრაქსლერი ("პსჟ"), ტომას მიულერი ("ბაიერნი"), ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი").

როგორც ხედავთ, ქომაგებმა ძირითადს მიღმა მესუთ იოზილი და სამი ხედირა დატოვეს, რომლებიც იოაჰიმ ლიოვის საყვარელი მოთამაშეები გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები