ფედერერმა 1/2 ფინალი გაინაღდა
Aa
Aa

ფედერერმა 1/2 ფინალი გაინაღდა

ლონდონში მიმდინარე მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრები ჩატარდა.

როჯერ ფედერერთან მარცხის შემდეგ, თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა ამერიკელმა ჯეკ სოკმა, რომელმაც სუპერდაძაბულ შეხვედრაში მარინ ჩილიჩს აჯობა.

პირველი პარტია ჩილიჩის გამარჯვებით 7:5 დასრულდა, რის შემდეგაც ინიციატივა სოკმა მოიპოვა და მეორე სეტი მარტივად - 6:2 მოიგო.

მე-3 გადამწყვეტი სეტი კი ორივე ჩოგბურთელისთვის ურთულესი გამოდგა. მათ სტარტზე თითო ბრეიკი გაცვალეს, საბოლოოდ კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი სოკი აღმოჩნდა და მან შეხვედრა 5:7 6:2 7:6 მოიგო.

დღის მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა - 7:6 5:7 6:1.

ფედერერმა ამ გამარჯვებით ტურნირის 1/2 ფინალში თამაში გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები