Aa
Aa

"არსენალმა" 60 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა!

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდი ალბათობით "არსენალს" მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი დატოვებენ.

აქედან გამომდინარე "მეთოფეებმა" თადარიგი დაიჭირეს და იანვრისთვის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.

Daily Star-ის ინფორმაციით, "ლიონის" ფრანგი შემტევი ნაბილ ფეკირი "არსენალთან" გადასვლასთან ახლოსაა. მხარეებმა ფაქტიურად ყველა დეტალი შეათანხმეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა შარშანდელის მსგავსად წლევანდელი სეზონიც ჩინებულად დაიწყო და იგი ლიგა 1-ის უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნაბილ ფეკირი "ლიონის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 128 შეხვედრაში 46 გოლი და 32 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები