ნადალმა შემაჯამებელი მარცხით დაიწყო
Aa
Aa

ნადალმა შემაჯამებელი მარცხით დაიწყო

ლონდონში მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება.

გუშინ A ჯგუფის პირველი ტურის მატჩები ჩატარდა.

დღის პირველ შეხვედრაში დომინიკ ტიმი და გრიგორ დიმიტროვი დაუპირისპირდნენ და ძალიან დაძაბული მატჩი გამართეს.

საბოლოო გამარჯვება დიმიტროვს დარჩა, რომელმაც 6:3 5:7 7:5 მოიგო.

დღის მეორე შეხვედრაში რაფაელ ნადალი და დავიდ გოფინი ხვდებოდნენ. თამაში სუპერდრამატული გამოდგა და საბოლოოდ გოფინის გამარჯვებით 7:6 6:7 6:4 დასრულდა.

დღეს B ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. მარინ ჩილიჩი ჯეკ სოკს შეხვდება, ხოლო როჯერ ფედერერი და ალექსანდრ ზვერევი, დიდი ალბათობით, ტურნირის პირველი 1/2 ფინალისტის ვინაობას გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები