დარმიანს სამშობლოში ეპატიჟებიან
Aa
Aa

დარმიანს სამშობლოში ეპატიჟებიან

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაპირა მცველ მატეო დარმიანს სამშობლოში ეპატიჟებიან.

27 წლის ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვის სურვილს „იუვენტუსი“, „რომა“ და „ნაპოლი“ გამოთქვამენ.

დარმიანს მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო აღარ ენდობა და ძირითადში იშვიათად ათამაშებს, რაც მისი „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგების შანსებს ზრდის.

გამოცემის ვარაუდით, დარმიანი მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებებს ზამთარშივე დაიწყებს და კლუბის შეცვლას იანვარშივე ეცდება.

იტალიელ მცველს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები