ვის აკვირდებოდა მოურინიო შვედეთი - იტალიის მატჩზე?
Aa
Aa

ვის აკვირდებოდა მოურინიო შვედეთი - იტალიის მატჩზე?

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრაში შვედეთმა იტალიას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ხსენებულ დაპირისპირებას "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ჟოზე მოურინიო დაესწრო, რომელიც ჟურნალისტებმა ტრიბუნებზე შეამჩნიეს.

რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს თუ ვის აკვირდებოდა "განსაკუთრებული".

დღეს, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პორტუგალიელი სპეციალისტი სტოკჰოლმში ემილ ფორსბერგის თამაშის სანახავად იმყოფებოდა.

წყაროს თქმით, მოურინიოს "ლაიპციგის" ლიდერის თამაში ხიბლავს და მის გადმობირებას სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ შვედეთისა და იტალიის დაპირისპირებაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ფორსბერგი იქნა დასახელებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები