ბეილმა აღიარა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
Aa
Aa

ბეილმა აღიარა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

მადრიდის "რეალის" უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნება 2018 წლამდე გადაიდო.

ბეილმა პრესასთან მის მდგომარეობაზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"ამჟამად ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი მომენტია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვდგავარ. ახლა დგას ის მომენტი, როცა გადაწყვეტილება უნდა მივიღო - შევძელბ, თუ არა "რეალში" ასპარეზობას მომავალში. ბრძოლა მომიწევს, რომ ეს დავამტკიცო. 2017 წელს ძალიან ბევრი ტრავმა მივიღე და 2018 წლიდან ახალი კარიერის დაწყება მომიწევს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი შესაძლო გადასვლა? გამორიცხული არაფერია, მაგრამ "რეალში" ბედნიერი ვარ".

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა თავის მადრიდულ კარიერაში უკვე 24-ე (!) ტრავმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები