ლუკაკუ:
Aa
Aa

ლუკაკუ: "იმისთვის დავიბადე, რომ გოლები გავიტანო"

ბელგიის ნაკრებისა და "მანჩეტსერ იუნაიტედის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ მექსიკასთან (3-3) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მექსიკასთან მატჩში გატანილი გოლების შემდეგ, შვება ვიგრძენი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან გატანას დავიწყებდი. თავს ჩინებულად ვგრძნობ, მე იმისთვის დავიბადე, რომ გოლები გავიტანო. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ჩემი ასაკის ბევრი ფორვარდი, ვისაც ამდენი გოლი აქვს გატანილი".

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ მექსიკის წინააღმდეგ დუბლის გაფორმება შეძლო. ბელგიის ეროვნული ნაკრები რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები