100 მილიონი ევრო იკარდის სანაცვლოდ! არგენტინელს პრემიერლიგის გრანდი ეპატიჟება
Aa
Aa

100 მილიონი ევრო იკარდის სანაცვლოდ! არგენტინელს პრემიერლიგის გრანდი ეპატიჟება

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი სერია A-ში მორიგ ჩინებულ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესს უამრავი გრანდი იჩენს.

Goal-ის ინფორმაციით, იკარდის შეძენით სერიოზულად ინტერესდება ლონდონის "ჩელსი".

"არისტოკრატები" მზად არიან, რომ მილანელებს 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთონ. როგორც ჩანს, კონტე ალვარო მორატას ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი არაა და მის შეცვლაზე ფიქრი წინასწარვე დაიწყეს.

ევროპულ პრესაში რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მორატას გადაბირებით ფრანგული "პსჟ" ინტერესდება. პარიზელებს ესპანელი ფორვარდი ედინსონ კავანის შემცვლელად სურთ.

"ჩელსი" მოლაპრაკებების დაწყებას იანვრიდან გეგმავს, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ლიდერი შუა სეზონში გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მაური იკარდი "ინტერნაციონალეს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 158 მატჩში 89 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები