ტიაგოს პირველი კომენტარი - ფეხბურთელი
Aa
Aa

ტიაგოს პირველი კომენტარი - ფეხბურთელი "ბარსელონაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" შესაძლოა ტიაგო ალკანტარა დაიბრუნოს.

დღეს კი ესპანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონა ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. იმიტომ კი არა, რომ კლუბი მიყვარს, არამედ თავად ქალაქის სიყვარულის გამო. "ბლაუგრანას" მატჩებს უყურადღებოდ არ ვტოვებ. "ბაიერნში" ბედნიერი ვარ, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი თუ რა მოხდება. ასე, რომ "ბარსაში" შესაძლო დაბრუნებაზე, ან არდაბრუნებაზე გადაჭრით არაფერს ვამბობ".

წინა თვეში ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალკანტარამ თავის აგენტს "ბარსელონასთან" მოლაპრაკებების დაწყება დაავალა. ტიაგოს "ბლაუგრანას" ძირითადში გარანტირებული ადგილი სურს და ასეთ შემთხვევაში მზადაა სეზონის ბოლოს მიუნხენი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ნომერ პირველ სატრანსფერო ზამიზნედ კვლავ ფელიპე კოუტინიო რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები