პირველი ქულები ფინეთთან? - მოდი
Aa
Aa

პირველი ქულები ფინეთთან? - მოდი "მიხეილ მესხზე"

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურის შეხვედრას დღეს ჩაატარებს.

პატარა „ჯვაროსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის ახალგაზრდულ გუნდს უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრებს 3 ჩატარებული მატჩის შემდეგ 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. ფინეთს 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

დღევანდელი შეხვედრა 20 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები