Aa
Aa

"ჩელსი" 17 წლის გერმანელი ტალანტით დაინტერესდა

გერმანული Bild-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ „ჰამბურგის“ 17 წლის ტალანტ იან-ფიტ არპის შეძენით დაინტერესდა.

არპმა ჰამბურგელთა რიგებში სადებიუტო მატჩი რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა, ბუნდესლიგის ბოლო 2 ტურში კი გოლები ზედიზედ გაიტანა.

თავის მხრივ „ჰამბურგი“ ცდილობს, რომ არპი გრძელვადიან კონტრაქტზე დაიყოლიოს, რათა მისი იაფად გაყიდვა არ მოუხდეს.

თინეიჯერ ფორვარდს კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები