Sportitalia:
Aa
Aa

Sportitalia: "ნაპოლი" გულამს შეუთანხმდა!

Sportitalia-ს ინფორმაციით, „ნაპოლი“ თავის ალჟირელ განაპირა მცველ ფაუზი გულამს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.

გულამს „პარტენოპეისთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უსრულდება, გამოცემა კი წერს, რომ მხარეები მას კიდევ რამდენიმე წლით გაახანგრძლივებენ და ფეხბურთელის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ასევე ცნობილია, რომ 26 წლის გულამის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იქნება.

როგორც ვიცით, აფრიკელი ჰავბეკის მიმართ სერიოზულ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ იჩენენ.

ფაუზი გულამი ამჟამად ტრავმირებულია. მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, რაც მოედანზე გასვლის საშუალებას დაახლოებით 5 თვე არ მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები