კიელინი:
Aa
Aa

კიელინი: "გუარდიოლას სტილი მცველებს ფუნქციებს უცვლის"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ ხოსეპ გუარდიოლას სტილისა და მისი ფეხბურთზე გავლენის შესახებ ისაუბრა.

„გუარდიოლას სტილი მცველების ფუნქციებს ცალსახად ცვლის და მათ უფრო შეტევით დატვირთვას სძენს.

ჩვენ, იტალიელებს ასეთი თამაში არასდროს მოგვეწონება და ტიკი-ტაკას მხარს არ ავუბამთ. გასაგებია, რომ გვჭირდება უძლიერესი შეტევა, თუმცა ამასთანავე დაცვაც შესაბამის სიმაღლეზე უნდა იყოს.

ნამდვილად არაა სიმართლე, როცა ამბობენ, რომ იტალიას მცველების კარგი თაობა არ ეზრდება. შეხედეთ რუგანის, კალდარასა და რომანიოლის - ისინი 1994 წლის ნაკრების მცველების თაობას მაგონებენ.

მათ სჭირდებათ განვითარება და გამოცდილება. თუმცა ვიტყოდი, რომ მათ ასაკში მე გაცილებით ნაკლებად გამოცდილი ვიყავი ვიდრე ისინი ახლა არიან“.

კიელინის ეს ინტერვიუ იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები