დადასტურდა: ვაისი საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 წლით გაწვრთნის
Aa
Aa

დადასტურდა: ვაისი საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 წლით გაწვრთნის

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კიდევ 2 წლით გაწვრთნის.

ეს ინფორმაცია ვაისმა კვიპროსთან და ბელორუსთან ამხანაგური მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვიმუშავებ".

შეგახსენებთ, რომ 53 წლის სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 18 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 3 მოგება, 7 ფრე და 8 მარცხია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს ვაისის მეთაურობით ოფიციალურში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები