დე ხეა გამოირიცხა -
Aa
Aa

დე ხეა გამოირიცხა - "რეალმა" ახალ მეკარესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია

უკვე 2 წელია რაც მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეას შეძენას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

Marca-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერს შეეშვა, რადგან მათ კეპა არიზაბალაგასთან უკვე წინასწარი შეთანხმება აქვთ.

ბასკი გოლკიპერი "ბილბაოს" ღირსებას იცავს დ ამას საკმაოდ წარმატებითაც ახერხებს.

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს კეილორ ნავასი დატოვებს, რომლის სათამაშო ფორმითაც კლუბი უკმაყოფილოა.

23 წლის გოლკიპერს ბასკური კლუბის რიგებში უკვე 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 14-ში კარი მშრალად შეინახა.

წყაროს ცნობით, არიზაბალაგამ "ბილბაოს" ახალ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგან მისი მიზანი "რეალში" გადასვლაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები