Aa
Aa

"კრიშტიანუ საუკეთესო არაა, რადგან ის ეგოისტია"...

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა. ამჯერად მასზე "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა შენაძენმა დმიტრო ჩიგრინსკიმ ისაუბრა.

"კრიშტიანუ კარგი მეგოლეა, თუმცა ის მსოფლიოში საუკეთესო არაა. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ზედმეტად ესგოისტია.

მესი აბსოლუტურად განსხვავებულია. ის ყოველთვის გუნდის სასიკეთოდ მოქმედებს". 

ჩიგრინსკი "ბარსელონაში" 2009 წელს დიდი ავანსებით "შახტარიდან" მივიდა და მასში კატალონიელებმა 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. ერთი წლის შემდეგ ის "ბარსამ" 15 მილიონ ევროდ იმავე "შახტარს" დაუბრუნა. 

ჩიგრინსკი 2016 წლიდან ათენის "აეკის" შემადგენლობაში თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები