ანხელ დი მარია შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს
„Le Parisien“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციი თანახმად, ანხელ დი მარია „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა და მომავალ სეზონს „პარკ დე ფრანცზე“ გაატარებს. პარიზელები ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანხელ დი მარიას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ „წითელი ეშმაკების“ რიგებში ანხელმა მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა.
გასულ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა "პრემიერლიგაში" სამი ბურთი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.