Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" - უპამეკანოს კიდევ ერთი მსურველი

გერმანული Bild-ის ცნობით, „ლაიფციგის“ თინეიჯერ მცველ დაიო უპამეკანოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახით კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

უპამეკანოს ტრანსფერზე კატალონიის „ბარსელონაც“ ფიქრობს, რომელიც ზამთრისთვის „ლაიფციგს“ მსუყე წინადადებას უმზადებს.

თავის მხრივ, გერმანელები თავიანთი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 95 მილიონ ევროს ითხოვენ.

დაიო უპამეკანო „ლაიფციგში“ იანვარში გადავიდა და მის ტრანსფერში „ზალცბრუგმა“ 10 მილიონი ევრო მიიღო.

ტანმაღალ უკანახაზელს ლაიფციგელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები