მილანური დერბი პასტორესთვის
Aa
Aa

მილანური დერბი პასტორესთვის

იტალიური პრესის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ არგენტინელი ფლეიმეიქერ ხავიერ პასტორეს შესაძენად ზამთარში მილანური დაპირისპირება გველის.

28 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად „ინტერი“ 40 მილიონიან წინადადებას ამზადებს.

რაც შეეხება „მილანს“, ამ კუთხით მასაც კარგი შანსი აქვს, რადგანაც პასტორეს აგენტთან მოლაპარაკებებს რამდენიმე სეზონის წინაც აწარმოებდა და მასთან საერთო ენის გამონახვა, შესაძლოა, უფრო გაუადვილდეს.

ფაქტი ერთია, რომ ხავიერ პასტორეს ამჟამინდელ კლუბში ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და „პარკ დე პრენსის“ დატოვებაზე, წესით, თავადაც უნდა ფიქრობდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები