Aa
Aa

ფეკირმა გოლი მესის სტილში აღნიშნა, რის გამოც თამაში შეწყდა

ლიგა 1-ის მე-12 ტურში "ლიონი" "სენტ ეტიენს" ესტუმრა და 5-0 გაანადგურა.

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ამ გუნდებს შორის მუდამ დაპირისპირებაა და ქომაგები ერთმანეთს ვერ იტანენ.

გუშინდელ შეხვედრაში "ლიონის" ლიდერმა ნაბილ ფეკირმა 85-ე წუთზე ანგარიში 5-0 გახადა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ფრაგმა ფეხბურთელმა გოლი გამომწვევად აღნიშნა. ფეკირმა მესის სტილში მაისური გადაიძრო და ტრიბუნებთან მიირბინა, რასაც მასპინძელ ქომაგთა გაღიზიანება მოჰყვა.

მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. საბოლოოდ კი სამართალდამცავების ჩარევის შედეგად, შეხვედრა დასრულდა და "ლიონმა" მორიგი 3 ქულა გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ "ლიონი" 25 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. "სენ ეტიენი" კი 18 ქულით მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები