Aa
Aa

"არსენალი", "ჩელსი" და "სიტი" ჰოლანდიელი ტალანტისთვის იბრძვიან

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, პრემიერ ლიგის გრანდები - "არსენალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი", ამსტერდამის "აიაქსის" 20 წლის ტალანტ ფრენკი დე იონგის შეძენით ინტერესდებიან.

დე იონგი "აიაქსის" მთავარ გუნდში ჯერჯერობით ვერ დამკვიდრდა და მეტწილად ამსტერდამელთა სარეზერვო გუნდში ასპარეზობს.

მას "აიაქსთან" ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც The Sun-ი ვარაუდობს, ამ ზამთარს მისი ტრანსფერისთვის დიდი კონკურენცია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები