მესი აგუეროს
Aa
Aa

მესი აგუეროს "რეალის" წინადადებაზე უარის თქმას ურჩევს

როგორც Diario Gol-ი წერს, რომ ლეო მესისა და სერხიო აგუეროს შორის საუბარი შედგა და იგი "კუნის" სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალი" ზაფხულში ფორვარდის დამატებას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეულიც ჰყავთ.

აგუერო სამეფო კლუბის სიაში ერთ-ერთია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის, რადგან გუნდში ალექსის სანჩესის მიყვანას გეგმავს.

ზემოხსენებული საუბარი სწორედ ამ თემას შეეხო. მესიმ აგუეროს ურჩია, რომ "სიტიში" დარჩეს და "რეალის" წინადადებაზე უარი თქვას.

რამდენიმე წლის წინ იყო საუბრები, რომ ლეოს "ბარსაში" თავისი მეგობრის (აგუეროს) ნახვა სურდა, თუმცა საბოლოოდ "ბლაუგრანამ" ლუის სუარესი შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები