Aa
Aa

"მილანმა" მონტელას შემცვლელი იპოვა!

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "მილანმა" ვინჩენცო მონტელას ულტიმატუმი წაუყენა და იტალიელი სპეციალისტი თანამდებობის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

დღეს, Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "როსონერის" მონტელას წასვლის შემდეგ, ჯენარო გატუზო ჩაიბარებს.

გატუზო ამჟამად "მილანის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია და როგორც ჩანს, მალე პირველ გუნდსაც ჩაიბარებს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა მონტელა შასაძლოა "სასუოლოსთან" მატჩის შემდეგ დაითხოვონ. ვერმოგების შემთხვევაში, ამის ალბათობა საკმაოდ დიდი იქნება.

"როსონერი" 11 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს უკვე 12 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები