ჯეკოს სამაგალითო საქციელი - მთავარია ფეხბურთი და არა ფული
Aa
Aa

ჯეკოს სამაგალითო საქციელი - მთავარია ფეხბურთი და არა ფული

ფეხბურთელები ასაკში შესვლის შემდეგ, რომ ევროპას ტოვებენ და კარიერის ბოლო წლებს რამდენიმე ზედმეტი მილიონის საშოვნელად ატარებენ, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

ბოლო წლებში საკმაოდ ცუდი ტენდენცია წამოვიდა. ფეხბურთელებმა ასაკში შესვლამდე დაიწყეს ევროპის დატოვება და მაღალი ანაზღაურებისთვის ჩინეთსა და სხვადასხვა დაბალი დონის, მაგრამ ფინანსურად ძლიერ ლიგებში დაიწყეს გადინება.

ამ ყველაფრის ფონზე, ედინ ჯეკოს გადაწყვეტილება უდაოდ მისასალმებელია. "რომას" 31 წლის ბოსნიელმა ფორვარდმა ზაფხულში ჩინური გუნდის საკმაოდ მომგებიანი წინადადება უარით გაისტუმრა. გუნდი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ფეხბურთელს ყოველწლიურად 13 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ჯეკომ უარი საკმაოდ მაღალ ხელფასზე თქვა, რომელსაც დღეს მას ევროპაში არავინ გადაუხდის. თან, ბოსნიერლი ახალგაზრდაც აღარ არის, თუმცა მან ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში აირჩია, რაც დასაფასებელი საქციელია.

აქვე გეტყვით, რომ წლევანდელი სეზონი ედინ ჯეკომ საკმაოდ მაღალ დონეზე დაიწყო. სერია A-ში მის ანგარიშზე  10 მატში 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ კი მან 3 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები