ჟოზე ფორმაშია - მოურინიომ
Aa
Aa

ჟოზე ფორმაშია - მოურინიომ "რეალსა" და "ლივერპულს" დასცინა

ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" მიერ "რეალის" დამარცხებას პრესასა და საფეხბურთო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხსენებული მატჩის შესახებ თავისი მოსაზრება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომაც გააკეთა, რომელიც ტრადიციულად ირონიით იყო სავსე.

"როგორც მოგეხსენებათ, "ტოტენჰემმა" "ლივერპულს" 4-1 მოუგო, მადრიდის "რეალს" კი 3-1. ჩვენს წინააღმდეგ კი მათ ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხეს".

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით "წითელი ეშმაკები" წლევანდელ სეზონს საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებენ. "იუნაიტედი" პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები